ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ემსხვერპლა
ლიბანში ისრაელის საპასუხო ცეცხლს Reuters-ის ოპერატორი ესამ აბდულა ემსხვერპლა - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაზიანებები Reuters-ის ჟურნალისტებმა თაერ ალ-სუდანიმ და მაჰერ ნაზემაც მიიღეს.
ამასთანავე, დაშავდა Al Jazeera-ს ორი ჟურნალისტი, კარმენ ჯოხდარი და ელი ბრახაია.