საჰაერო იერიშები განახლდა - პაპუნა შუშანია ცხელი წერტილიდან

13.10.23 23:35
საჰაერო იერიშები განახლდა - პაპუნა შუშანია ცხელი წერტილიდან

ისრაელში კრიტიკული ვითარებაა - მოვლენების ეპიცენტრიდან უახლესს ცნობებს "ტვ პირველს" პაპუნა შუშანია აწვდის. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელისკენ გაშვებულ რაკეტებს რკინის გუმბათი ანეიტრალებს.

პაპუნა შუშანია აღნიშნავს, რომ ისრაელის მესაზღვრეები არაკანონიერად ჩამოსულ და დასახლებულ ადამიანებს საზღვრის დატოვებისას პრობლემას არ უქმნიან.

სულ ცოტახნის წინ იყო სირენების ხმა, რაც იმას ნიშნავს, რომ განახლდა საჰაერო იერიშები. რკინის გუმბათებმა შეძლეს საჰაერო იერიშების განეიტრალება, თუმცა რამდენიმე ჭურვი მაინც დავარდა საცხოვრებელ სახლებთან. რთული ვითარებაა ტერორისტების მისამართითაც, თუმცა სამართალდამცველები 24-საათიანი რეიდებით მათ განეიტრალებას ახერხებენ. ღაზას ტერიტორიაზე სრული კონტროლია აღდგენილი. მოთხოვნის შესრულებამდე, რომ მოსახლეობამ ღაზას ტერიტორია დატოვოს, რამდენიმე საათი რჩება. რაც უფრო ცოტა დრო რჩება მოთხოვნის ამოწურვამდე, მით უფრო გაახშირეს იერიშები.

საბუთებთან დაკავშირებით პრობლემებთან საქართველოს მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საელჩოს ცხელ ხაზს, რათა მათ შეძლონ სახლში დაბრუნება. სასაზღვრო პოლიცია არანაირ პრობლემას არ ქმნის, მთავარია მოქალაქეს სამშობლოში დასაბრუნებელი ბილეთი გააჩნდეს. ემიგრანტებს ბილეთის საყიდელი ფული არ აქვთ და ამიტომ ისინი საელჩოს სთხოვენ დახმარებას, მაგრამ საკონსულო ყველას ვერ ეხმარება, ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ცენტრალური ხელისუფლება უნდა ჩაერთოს - განაცხადა შუშანიამ.

მსგავსი სიახლეები