ლიკვიდირებულია ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური

14.10.23 10:29
ლიკვიდირებულია ჰამასის საჰაერო ძალების მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, ლიკვიდირებულია ჰამასის საჰაერო  ძალების მეთაური მერად ჰაბუ მერადი და ტერორისტული ორგანიზაციის ოპერატიული ჯგუფის "ნუხბას" ათობით წევრი.

სწორედ ისინი ხელმძღვანელობდნენ გასულ შაბათს დაწყებულ მასშტაბურ შეტევას ისრაელზე ღაზის სექტორიდან. ისრაელის თავდაცვის ძალები მთელი ღამის განმავლობაში აგრძელებდნენ ტერორისტების სტრატეგიული ობოექტების დაბომბვას. აფეთქებები მთელი ღაზას მასშტაბით ისმოდა.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის  განმავლობაში, IDF-ის მოიერიშე თვითმფრინავებმა დაარტყეს ტერორისტული ორგანიზაციის ჰამასის ოპერატიულ შტაბს, საიდანაც ტერორისტული ორგანიზაციის საჰაერო აქტივობა ხორციელდებოდა.