ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

14.10.23 10:35
 ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთში ჩავიდა. 

"ჩემი მოგზაურობა ახლო აღმოსავლეთში გრძელდება. საუდის არაბეთში შევხვდები პარტნიორებს, რათა განვიხილო ჰამასის მიერ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები ისრაელის წინააღმდეგ და ერთობლივი მუშაობის საჭიროება კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად," - წერს ბლინკენი X-ზე.

არსებული ვითარების დიპლომატიური გზებით მოგვარების მიზნით, ბლინკენი იმყოფებოდა ისრაელში, იორდანიასა და კატარშიც.