ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა გაუგზავნა - თეთრი სახლი

14.10.23 10:38
ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა გაუგზავნა - თეთრი სახლი

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს საბრძოლო მასალა გაუგზავნა - ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება.

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ვიზუალური მასალა, რომელიც აშშ-ის თქმით, ამის მტკიცებულებას წარმოადგენს. 

"ჩვენ ვგმობთ [ჩრდილოეთ კორეის] ამ სამხედრო აღჭურვილობის რუსეთისთვის მიწოდებას", - უთხრა დღეს ჟურნალისტებს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერმა, ჯონ კირბიმ.