ისრაელი სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება

14.10.23 10:57
ისრაელი სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება

ისრაელი სრულმასშტაბიანი სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად ემზადება. ღაზას სექტორში ებრაელი ჯარისკაცები რეიდებს ატარებენ. პალესტინელებს დილიდან არაბულ ენაზე აფრთხილებენ. ადგილობრივი დროით დილის 10-დან საღამოს ოთხ საათამდე მოსახლეობას ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადასვლას ურჩევენ. ჩვენ არ ვებრძვით მშვიდობიან მოსახლეობას - ამბობენ ისრაელის თავდაცვაში.

მილიონ ადამიანს ევაკუაციისთვის სულ ცოტა დრო რჩება. მსოფლიო გამოცემები კი იდენტური სათაურებით ჭრელდება - მიეცით უდანაშაულო ადამიანებს სიცოცხლის შანსი - წერს  ბრიტანული "დეილი ექსპრესი". ჰამასი მშვიდობიან მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს, ამასობაში კი ისრაელის არმია იტყობინება, რომ ღაზაში ჩატარებული რეიდების შემდეგ, უგზო-უკვლოდ დაკარგული ებრაელების ცხედრებს მიაგნეს.