ჰამასი პუტინს მადლობას უხდის

ჰამასის მადლობა პუტინს - ჰამასმა დასძინა, რომ მიესალმება რუსეთის ხელისუფლების მცდელობებს ღაზის სექტორში პალესტინელების წინააღმდეგ "აგრესია" შეაჩეროს.
13 სექტემბერს ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს სხდომაზე, ბიშკეკში განაცხადა, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი უნდა გადაწყდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით, რომლის მიზანი უნდა იყოს "დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში"
ჟურნალისტებთან საუბარში პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეიძლება მოლაპარაკებებში შუამავალი გახდეს.