Nasa-მ ასტეროიდ "ფსიქესკენ" მისია გაუშვა

14.10.23 12:16
Nasa-მ ასტეროიდ "ფსიქესკენ" მისია გაუშვა

Nasa-მ ასტეროიდ ფსიქესკენ მისია გაუშვა. ამის შესახებ BBC წერს.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ასტეროიდი პლანეტის მსგავსი ობიექტის ბირთვის ნარჩენია, რომელსაც გარე შრეები ჩამოშორდა.

ფსიქე მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს. ზონდს მისკენ მისასვლელად 3,5 მილიარდი კილომეტრის გავლა მოუწევს და ამ მანძილს ის 2029 წლის აგვისტოში დაფარავს. მისი მიზანი ასტეროიდის რუკის შედგენა და მისი შემდგენლობის დადგენა იქნება.