ისრაელი ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ ხელახლა მოუწოდებს

ისრაელი ღაზის მოსახლეობას ევაკუაციისკენ ხელახლა მოუწოდებს - ამის შესახებ IDF-ის სპიკერმა სოციალურ ქსელში დაწერა.
CNN-თან ინტერვიუში IDF-ის ერთ-ერთმა პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ელექტროენერგიის არარსებობის გამო, ადგილობრივებს ინფორმაცია სხვადასხვა საშუალებით უკვე მიაწოდეს და შესაბამისად, ყველა ინფორმირებულია ევაკუაციის აუცილებლობის შესახებ. თუმცა მედია ესაუბრა ღაზაში მყოფ რამდენიმე პირს, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ბოლო გაფრთხილების შესახებ არაფერი იციან.