ლიბანში როიტერის ოპერატორი მოკლეს
ლიბანში როიტერის ოპერატორი მოკლეს. ჟურნალისტი ისაამ აბდალა პროფესიული საქმიანობის დროს გარდაიცვალა. ის საომარი მოქმედებების პარალელურად, პირდაპირ ჩართვებს სთავაზობდა მაყურებელს სამხრეთ ლიბანიდან.
ამ ინციდენტამდე მედიაში გავრცელდა, კადრები რომლის მიხედვითაც ლიბანში ისრაელის თავდაცვის ძალების იერიშისას ტანკიდან ნასროლი ჭურვი ჟურნალისტებთან აფეთქდა, თუმცა არის თუ არა ეს ფაქტი კავშირში ოპერატორის გარდაცვალებასთან, ამაზე როიტერი არაფერს წერს.
გარდა ამისა მედიაში გავრცელებული ცნობებით, დაჭრილები არიან.Al Jazeera-ს ჟურნალისტები, კარმენ ჯოხდარი და ელი ბრახაია