ისრაელში განაგშის ხმები ისმის - თელავივის მიმდებარე ქალაქებში სარაკეტო შეტევას ელოდებიან

ამ წუთებში საჰაერო განაგშის ხმები ისმის ისრაელის ქალაქებში. ცოტა ხნის წინ, სარაკეტო იერიში იყო თელავივის მიმდებარე ქალაქებში.
ისრაელის ქალაქებში სარაკეტო შეტევას ისევ ელოდებიან. ისრაელის ჯარები ამ წუთებშიც ღაზას საზღვრებთან მაგრდებიან. რამდენიმე საათში თავდაცვა სახმელეთო ოპერაციის დაწყებას აანონსებს.
წამზომი ჩართულია. მილიონამდე პალესტინელს ევაკუაციისთვის ოთხი საათი რჩება. ღაზას სექტორიდან ევაკუაცია ომის დანაშაულია - ეს სიტყვები კი იან ეგელანდს ეკუთვნის, დიპლომატი, რომელიც ოსლოს შეთანხმებაში მონაწილეობდა და ხელი შეუწყო პალესტინელებსა და ებრაელებს შორის მოლაპარაკებებს, ფიქრობს რომ ისრაელი შეცდომას უშვებს.