ბავშვების მკვლელობა და მძევლად აყვანა სისასტიკეა, ეს ყველამ უნდა დაგმოს - ბლინკენი

14.10.23 13:25
ბავშვების მკვლელობა და მძევლად აყვანა სისასტიკეა, ეს ყველამ უნდა დაგმოს - ბლინკენი

ბავშვების მკვლელობა და მძევლად აყვანა სისასტიკეა, ეს ყველამ უნდა დაგმოს - ამის შესახებ ენტონი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, დამნაშავემ ამაზე პასუხი უნდა აგოს.

ჰამასთან საქმე ძველებურად ვეღარ იქნება. ჩვილების მკვლელობა, ოჯახების ამოწვა, პატარა ბავშვების მძევლად აყვანა - ეს არის სასტიკი სისასტიკე. ყველა ქვეყანამ უნდა დაგმოს ეს ქმედებები და დამნაშავეების პასუხისმგებლობა მოითხოვოს. ჩვენი ძალისხმევა ახლა მიმართულია უსაფრთხო ზონების შექმნის ხელშეწყობაზე და ამას ვაკეთებთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად. ვმუშაობთ ისრაელთან და სხვა ქვეყნებთან ამ მიზნით. ვგლოვობთ ყველა უდანაშაულო ადამიანის სიკვდილს - ებრაელის, პალესტინელის, ქრისტიანის, მუსლიმის, ყველა რმწენისა და ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეს, რომელიც დაიღუპა". - განაცხადა ბლინკენმა.

მსგავსი სიახლეები