ლიკვიდირებულია ჰამასის კიდევ ერთი მეთაური

14.10.23 14:33
ლიკვიდირებულია ჰამასის კიდევ ერთი მეთაური

ჰამასის კიდევ ერთი მეთაური მოკლეს - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) იტყობინება.

IDF-ს ინფორმაციით, დრონით მიტანილი იერიშის შედეგად, მოკლულია ალი ქადი, რომელიც ე.წ. ნუხბას ქვედანაყოფში ასეულის მეთაური იყო.

უწყების თქმით, ქადი ისრაელში 2005 წელს ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ხოლო პატიმრების გაცვლის ფარგლებში ღაზის სექტორს 2001 წელს გადასცეს.