ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები NATO-ს უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ აისახება - სტოლტენბერგი

ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები NATO-ს უკრაინისადმი მხარდაჭერაზე არ აისახება - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკეზე.
"პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ხელმძღვანელობით, აქ, NATO-ს შტაბ-ბინაში გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში და NATO-ს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ დიახ, ჩვენ შეშფოთებული ვართ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკით. თუმცა, ეს არ შეასუსტებს ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს ცხადია, არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც," - განაცხადა სტოლტენბერგმა DW-სთან ინტერვიუში.