უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს - ბორელი

14.10.23 15:06
უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს - ბორელი

უკრაინაში რუსეთის ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.

ამასთან, ბორელმა ჩინეთს მოუწოდა გავლენა იქონიოს რუსეთზე, რათა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია შეწყვიტოს.

"რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს. ჩვენთვის საუკეთესო გზა ამ მოლაპარაკებებში პროგრესის მისაღწევად, არის უკრაინის მშვიდობის ფორმულა და ჩვენ ასევე ჩინეთის მხარდაჭერის იმედი გვაქვს", -  თქვა ბორელმა