ღაზას სექტორში ნაყინის მანქანებს გვამების შესანახად იყენებენ - CNN

14.10.23 15:10
ღაზას სექტორში ნაყინის მანქანებს გვამების შესანახად იყენებენ - CNN

ღაზას სექტორში ნაყინის მანქანებს, გვამების შესანახად იყენებენ - ამ სათაურით ცნობას ამერიკული CNN აქვეყნებს. საერთაშორისო მედია იტყობინება, რომ საავადმყოფოებში კრიტიკული ვითარებაა.  დაჭრილების გარდა, კლინიკების პროზექტურაში აღარც გვამები ეტევა. ბოლო ცნობებით, ღაზაში დაღუპულთა რიცხვიო ორი ათასს აჭარბებს.  საევაკუაციო დრო პალესტინელებისთვის იწურება. თბილისის დროით ზუსტად ხუთ საათამდე აქვს დრო საომარი მოქმედებების ეპიცენტრში ჩარჩენილებს საიმისოდ, რომ სიცოცხლე გადაირჩინონ, შემდეგ კი ისრაელი სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს.  

თუმცა ამ დრომდე ჰამასი მშვიდობიან მოსახლეობას ფაქტობრივად, ცოცხალ ფარად იყენებს. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ღაზაში ჩარჩენილი ამერიკის მოქალაქეები ეგვიპტეში გადავლენ. შეთანხმება მიღწეულია. შტატები იტყობინება, რომ კონფლიქტის ზონაში მყოფი მათი მოქალაქეები რაფაჰის სასაზღვრო ზოლით გავლენ ნეიტრალურ ტერიტორიაზე.

მსგავსი სიახლეები