სომხეთის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

14.10.23 15:40
სომხეთის პრეზიდენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

სომხეთის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, სომხეთის ეროვნული ასამბლეის მიერ 3 ოქტომბერს მიღებულ კანონს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ, ხელი მოაწერა.

„13 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ხელი მოაწერა კანონს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირების შესახებ“, - აცხადებს სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახური.

ცნობისთვის, 17 მარტს ICC-მ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, დაპატიმრების ორდერი გასცა. რომის სტატუტთან შეერთებით პუტინის დაკავების ვალდებულება სომხურ მხარესაც ექნება.