"ბოროტების ღერძს, ჰამასსა და ჰეზბოლას რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს" - პოდოლიაკი

ჰამასსა და ჰეზბოლას რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ჰამასი რუსეთის ხელში მარიონეტია.
"რუსეთის ხელისუფლება აფინანსებს ტერორისტულ ალიანსს - "ბოროტების ღერძს", რომელშიც ასევე შედის ჰამასი და ჰეზბოლა. რუსეთი სულ უფრო მეტ ფულს ჩადებს ბოროტებაში, რადგან მას ესმის მთავარი, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულები აშინებს საზოგადოებას სხვადასხვა განვითარებულ ქვეყანაში.
არის ირანი, არის ჩრდილოეთ კორეა. არიან მარიონეტები, რომლებიც ასრულებენ ამოცანებს, როგორიცაა ჰამასი ისრაელში. არიან მარიონეტები, რომელთაც რუსეთის მეშვეობით შეუძლიათ რესურსების ინვესტიცია სამხედრო წარმოებაში და იარაღის მიწოდება. ამ ყველაფრის ავტორი რუსული მხარეა", - ამბობს პოდოლიაკი.