ღაზაში მყოფი ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - გუტიერეში

14.10.23 16:22
ღაზაში მყოფი ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს - გუტიერეში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის განცხადებით, ღაზაში მყოფი ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

მისი თქმით, საჭიროა დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული წვდომა ღაზის მასშტაბით, რომ მოქალაქეებს საწვავი, საკვები და წყალი მიეწოდოთ.

ღაზაში ვითარებამ ახლა სახიფათო დონემდე დაიწია. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული წვდომა ღაზის მასშტაბით, რომ მივაწოდოთ საწვავი, საკვები და წყალი ყველას, ვისაც ეს სჭირდება. ომსაც აქვს წესები. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა კანონი უნდა იყოს დაცული. მშვიდობიანი მოქალაქეები დაცული უნდა იყვნენ და ისინი არასდროს უნდა გამოიყენონ ფარად. ღაზაში მყოფი ყველა მძევალი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს". - განაცხადა გუტიერეშმა.

მსგავსი სიახლეები