ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე

14.10.23 16:29
ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - რა საკითხებზე ისაუბრეს შეხვედრაზე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა.

შეხვედრისას ბლინკენმა ისრაელის წინააღმდეგ "ჰამასის“ მიერ განხორციელებული თავდასხმების სიმძიმეს გაუსვა ხაზი.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მიმდინარე ჰუმანიტარული კრიზისის შესახებ ისაუბრა. ფაისალ ბინ ფარჰანმა განაცხადა, რომ ღაზას ჰუმანიტარული დახმარება სწრაფად უნდა გადაეცეს და ხაზი გაუსვა ძალადობის შესაჩერებლად კოლექტიური ძალისხმევის მნიშვნელობას.

მსგავსი სიახლეები