დრო ამოიწურა - პალესტინელებს ევაკუაციისთვის ბოლო წუთები რჩებათ

14.10.23 17:00
დრო ამოიწურა - პალესტინელებს ევაკუაციისთვის ბოლო წუთები რჩებათ

დრო ამოიწურა - ისრაელსა და ღაზას სექტორში ზუსტად ოთხი საათია. პალესტინელებს ევაკუაციისთვის ბოლო წუთები რჩებათ, ცოტა ხნის წინ ღაზის სექტორის სიახლოვეს საჰაერო განგაშის ხმები გაისმა. 

ისრაელის თავდაცვა სამხედრო პოზიციებს ამაგრებს, ვრცელდება პირველი კადრებიც, როგორ ემზადება ნეთანიაჰუს არმია სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად. არმია იწყებს საარტილერიო დარტყმებს ტერორისტების პოზიციებზე. მედიის ცნობით, ნაღმ-ტყორცნები ისროლეს ხარდოვის მხარეს. 

პარალელურად, გრძელი რიგებია ღაზაში. საევაკუაციო კოლონის კილომეტრიან საცობში მშვიდობიანი მოსახლეობაა. "ბიბისი" იტყობინება, რომ პალესტინელების ერთ-ერთ კოლონაზე თავდასხმა მოხდა. დაღუპულია 12 ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ოფიციალური იერუსალიმი თავდასხმასთან კავშირს არ ეხმაურება, თუმცა ამბობენ რომ ბოლომდე, საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმოქმედებენ. 
 

მსგავსი სიახლეები