აშშ-ის, ისრაელისა და ეგვიპტის შეთანხმება - უცხო ქვეყნის მოქალაქეები ღაზას რაფაჰის გავლით დატოვებენ

აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა ღაზის სექტორი რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით დატოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.
შეთანხმება არ ეხება ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს.
ცნობისთვის, რაფაჰის გადასასვლელი ღაზას სექტორისა და ეგვიპტის ერთადერთი დამაკავშირებელი გამშვები პუნქტია.