რუსი დიპლომატი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

14.10.23 17:46
რუსი დიპლომატი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი იპოვეს

მედიის ინფორმაციით, რუსი დიპლომატი ნიკოლაი კობრინეტსი სტამბულში გარდაცვლილი იპოვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორი, 61 წლის კობრინეტსი თურქეთში ელჩების შეხვედრისთვის გაემგზავრა, მაგრამ კოლეგების თქმით, შეხვედრაზე არ გამოცხადდა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა კობრინეტის გარდაცვალება, მაგრამ არ დაასახელა მიზეზი.