მუქარა ვერსალშიც მიიღეს - გამოცხადდა ევაკუაცია
ვერსალის სასახლეში ბომბის საფრთხე დაფიქსირდა - მიმდინარეობს ევაკუაცია. საფრანგეთის პოლიციიდან წყაროზე დაყრდნობით მედიასაშუალებები წერენ, რომ გაფრთხილება ონლაინ ანონიმური მესიჯით მივიდა და სასახლე მინიმუმ დღის ბოლომდე იქნება დახურული.
შეგახსენებთ, მუქარის გამო დღეს ლუვრის მუზეუმიც დაიხურა.