აშშ-ის დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ჰამასი, სავარაუდოდ, თავდასხმას ამზადებდა - CNN
CNN- ის ინფორმაციით, შეერთებული შტატების სადაზვერვო სააგენტოებს ჰქონდათ ინფორმაცია ისრაელზე ჰამასის ფართომასშტაბიან თავდასხმამდე, რომ ჯგუფი რაღაცას ამზადებდა.
გამოცემა, წყაროზე დაყრდნობით წერს, 28 სექტემბრის განახლებაში იყო გაფრთხილება, რომ ჰამასი ისრაელისკენ რაკეტების გასასროლად ემზადებოდა.
ირკვევა, რომ აშშ-ის დაზვერვამ მინიმუმ ორი შეფასება მოამზადა, ნაწილობრივ ისრაელის დაზვერვაზე დაფუძნებული, რომელიც თეთრ სახლს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის ესკალაციის მზარდი რისკის შესახებ აფრთხილებდა.
CIA-ს 5 ოქტომბრის გზავნილში იყო ფართო გაფრთხილება ჰამასის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების მზარდი ალბათობის შესახებ.
6 ოქტომბერს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია ტერორისტული დაჯგუფების უჩვეულო აქტივობის შესახებ, რაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმებისთვის საბოლოო მომზადება იყო.