27 დრონი ერთ ღამეში - რუსეთი ამტკიცებს, რომ უპილოტოების მასობრივი შეტევა მოიგერია

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ 15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დრონების მასობრივი შეტევა მოიგერია. უწყება ირწმუნება, რომ საჰაერო თავდაცვამ 27 უკრაინული დრონი გაანადგურა.
დღეს ღამით აღვკვეთეთ კიევის რეჟიმის ტერორისტული ქმედება, რომელიც მიზნად რუსეთის ტერიტორიაზე ობიექტებზე იერიშს ისახავდა. საჰაერო თავდაცვამ 27 უკრაინული უპილოტო საფრენი გაანადგურა, - ნათქვამია შეტყობინებაში.
რუსეთის თავდაცვა ასევე ამტკიცებს, რომ მხოლოდ კურსკის ოლქის თავზე 18, ხოლო ბელგოროდის თავზე კიდევ 2 დრონი გაანეიტრალა. სად გაქრა დანარჩენი უპილოტოები, არ ზუსტდება.