პალესტინელებს ღაზას დასატოვებლად 1 საათი რჩებათ - ტერორისტებმა მოსახლეობას გზები ჩაუხერგა

15.10.23 13:11
პალესტინელებს ღაზას დასატოვებლად 1 საათი რჩებათ - ტერორისტებმა მოსახლეობას გზები ჩაუხერგა

ისრაელის მიერ გამოცხადებული მორატორიუმის ვადა იწურება. პალესტინის მოსახლოებას ღაზას სექტორის დასატოვებლად ზუსტად ერთი საათი რჩება. უსაფრთხო დერეფნით სამხრეთით გამგზავრების მსურველი ბევრია, მაგრამ ჰამასი პალესტინელებს ღაზას დატოვების უფლებას არ აძლევს. განსაკუთრებით საშიშმა დამნაშავეებმა მოქალაქეებს გზა ავტოკოლონებით ჩაუხერგეს.

ტერორისტების კონტროლირებად ტერიტორიაზე მდგომარეობა უურთულესია. ღაზას სექტორი ინფექციული დაავადების გავრცელების რისკის ქვეშაა ცხედრები ქუჩაში ყრია. დაჭრილებს და დამწვარ ადამიანებს კლინიკები  ვეღარ იტევენ. პაციენტებს საავადმყოფოს დერეფნებში მკურნალობენ.

მსგავსი სიახლეები