ღაზაში უმძიმესი ვითარებაა - პალესტინელი ექიმები შველას ითხოვენ

15.10.23 15:14
ღაზაში უმძიმესი ვითარებაა - პალესტინელი ექიმები შველას ითხოვენ

პალესტინელი ექიმები შველას ითხოვენ. ღაზას საავადმყოფოებს საწვავი ორ დღეში ამოეწურებათ. თუ გენერატორები არ ჩაირთვება, ასობით პაციენტს რომელთა უმეტესობა სამ წლამდე ბავშვია, სიკვდილი ემუქრება. ღაზას სექტორი ეპიდაფეთქების ზღვარზეა. ცხედრებს სანაყინეებში ინახავენ.

ჩვენ ახლა ალაქსას საავადმყოფოში ვიმყოფებით. ეს ქალაქი დეირალ ბალაჰია. კლინიკა პაციენტებით არის გადავსებული. პროზექტურა მცირე ზომისაა, ამიტომ გვამებს ვეღარ ვინახავთ, გარდაცვლილთა რიცხვი ყოველწამიერად იზრდება, ამიტომ კლინიკის ხელმძღვანელობამ ნაყინის შესანახი სამაცივრე მანქანები მოიტანა. გვითხრეს, რომ ცხედრები აქ უნდა შეგვენახა. კლინიკის პროზექტურაში სრული კოლაფსია, ამიტომ იძულებული გავხდით, ეს გზა აგვერჩია. ვიტარება კატასტროფულია, მედიკამენტების მარაგი გვეწურება. პაციენტების რაოდენობა იმატებს. ჩვენ დახმარება გვჭირდება, - ამბობს პალესტინელი ექიმი. 

კრიზისია საკვებთან დაკავშირებითაც. აგდილობრივებს პურის საყიდლად გრძელ რიგებში დგომა უწევთ. საცხობებში არც ფქვილი და არც დენია. 

როგორც ხედავთ, ხალხი ელოდება, მაგრამ არაფერია. არც ფქვილი, არც ზეთი, არც წყალი. ვიტარება რთულია. ველოდებით პურს, მაგრამ საცხობებში ფქვილიც კი აღარ არის. არ ვიცით, პური დღეს შეგვხვდება თუ არა, - ამბობს ადგილობრივი.  

ღაზას  სექტორი ხმელეთიდან, ჰაერიდან და ზღვიდან თავდასხმას ნებისმიერ წუთას ელოდება.

ისრაელი კი ახლა ლიბანს უტევს. მიზეზი ჰესბოლას თავდასხმაა. ჰამასის მოკავშირე ტერორისტებმა დღეს ებრაული დასახლება დაბომბეს.  მოკლულლია 1 და დაჭრილია 3 ადამიანი.  

მსგავსი სიახლეები