"ჰამასს გავანადგურებთ" - ნეთანიუაჰუ მთავრობის გაფართოებულ შეხვედრას მართავს
თელავივში ამ წუთებში ნეთანიუაჰუ მთავრობის გაფართოებულ შეხვედრას მართავს. სამხედრო შტაბბინაში შეკრებილი არიან პრემიერი, მინისტრები, სამხედრო მაღალჩინოსნები, ოპოზიციის ლიდერები - მათ შორის ბენი განცი. შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყეს. პატივი მიაგეს იმ 1300 ადამიანს, რომლებიც ტერორისტებმა ებრაულ მიწაზე მოკლეს. "ჰამასს დავანგრევთ," - განაცხადა ნეთანიჰუმ.
ჰამასი ფიქრობდა, რომ ჩენ გაგვტეხდა, ჩვენ გავანადგურებთ ჰამასს. ჩვე ვმუშაობთ როგორც დღემდე, ერთიანი ფორმატით. ჩვენი ერთობა მკაფიო გზავნილს გადასცემს ხალხს, მტერს და მსოფლიოს. მე შევხვდი დიდებულ მეომრებს, რომლებიც ახლა ფრონტის ხაზზე არიან. მათ იციან, რომ მათ უკან მთელი ერი დგას მათ ესმით მათ წინაშე ამოცანის დიდი მნიშვნელობა. ისინი მზად არიან, იმოქმედონ ნებისიერ მომენტში, გაანადგურონ სისხლიანი ურჩხულები, რომლებიც ჩვენს წინააღმეგ მოქმედებენ, - განაცხადა პრემიერმა.