არა პური, არა საწვავი, არა ელექტროენერგია - ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია

15.10.23 20:07
 არა პური, არა საწვავი, არა ელექტროენერგია - ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისია

 

 

 

ტერორისტების კონტროლირებადი ტერიტორია ეპიდაფეთქების ზღვარზეა. ცხედრებს პროზექტურებში ვეღარ ატევენ. გვამებს ნაყინის გადასატან მანქანებში ინახავენ. ურთულესი ვითარებაა კლინიკებში. სამედიცინო დაწესებულებებს საწვავის მხოლოდ ორი დღის მარაგი დარჩათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ასობით დაჭრილ და დამწვარ პაციენტს, რომელთა უმეტესობა ბავშვია, სიკვდილი ემუქრება,

დეფიციტია საკვებზეც. პურზე კილომეტრიანი რიგები დგას. არ აქვთ სასმელი წყალი.  გათიშულია ელექტროენერგია და ინტერნეტი.

შვიდ დღიანი ბლოკადის შემდეგ ისრაელმა დღის ბოლოს აღუდგინა წყლის მიწოდება ღაზას სამხრეთის ნაწილს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.