ომის მე-8 დღე და რაკეტების წვიმის ქვეშ დარჩენილი ქართველები

15.10.23 20:15
ომის მე-8 დღე და რაკეტების წვიმის ქვეშ დარჩენილი ქართველები

 

 

ებრაელი ხალხისთვის მოწყობილი ტერაქტები დაგმეს დღეს თბილისში, სადაც აქცია-მსვლელობა მოეწყო. მოქალაქეები ქუჩაში სოლიდარობის გამომხატველი გზავნილებით და ისრაელის ეროვნული სიმბოლიკით გამოვიდნენ. აქციაზე იდგნენ საქართველოში მყიფი ებრაელებიც. ყველამ ერთად მეორე ჰოლოკოსტი გააპროტესტა.

იმას, რაც დღეს ისრაელში ხდება, ონლაინ რეჟიმში უყურებენ ემიგრანტების ოჯახის წევრები. ზეპირად იციან გზა, რომელსაც თელავივსა და აშდოტში მყოფები სირენების ჩართვისთანავე გადიან.  ერთი უპასუხო ზარი სიმშვიდის დაკარგვას ნიშნავს. 8  დღეა ყველა ტელევიზორის ეკრანებსაა მიჯაჭვული.