ისრაელი მიწისქვეშა ღაზაში ჩასვლას აანონსებს - ტერორისტები მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ

15.10.23 20:05
ისრაელი მიწისქვეშა ღაზაში ჩასვლას აანონსებს - ტერორისტები მოსახლეობას ევაკუაციის საშუალებას არ აძლევენ

 

 

მსოფლიო ისრაელის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის მოლოდინშია. ღაზასს სექტორში გამაგრებულ ტერორისტებს მალე ციდან, ზღვიდან და ხმელეთიდან შეუტევენ. „ჰამასს დავანგრევთ“- თქვა დღეს ნეთანიაჰუმ ომის კაბინეტთან შეხვედრაზე. ისრაელის არმია მიიწისქვეშა ღაზაში ჩასვლას აანონსებს. ომი ტერორისტებთან კი არ დასრულდება იქამდე, ვიდრე  ყველა ჰამასელი ლიკვიდირებული არ იქნება.

მთელი დღეა ისმის გაფრთხილება ევაკუაციის მოწოდებით პალესტინაში. ისრაელმა ქაღალდის პროკლამაციები ავიაციის დახმარებით გაავრცელა, მაგრამ ტერორისტები მოსახლეობასს უსაფრთხო ადგილას წასვლის უფლებას არ აძლევენ. ჰამასის დაჯგუფებას მოსახლეობა ცოცხალ ფარად სჭირდება.  

ვრცლად ნახეთ გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.