ბაიდენის თქმით, ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია "დიდი შეცდომა" იქნებოდა
ამერიკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ისრაელის მიერ ღაზას ოკუპაცია "დიდი შეცდომა" იქნებოდა. ამის შესახებ მან CBS-ის "60 Minutes"-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები მუშაობს საკვების, წყლისა და გაზის დეფიციტის შესამსუბუქებლად.
"ის, რაც ღაზაში მოხდა, ჩემი აზრით, არის ჰამასი და ჰამასის უკიდურესი ელემენტები არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს", - თქვა ბაიდენმა.
ბაიდენის თქმით, მიაჩნია, რომ "ჰამასი" მთლიანად უნდა აღმოიფხვრას:
"ისრაელი დევნის ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბარბაროსობაში, ვფიქრობ, ისრაელმა უნდა უპასუხოს, ისინი უნდა წავიდნენ ჰამასის წინააღმდეგ, ჰამასი იმალება მშვიდობიანი მოსახლეობის უკან. მათ თავიანთი შტაბ-ბინები იქ განათავსეს, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან", - განაცხადა მან.