ჰამასის კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისია
ჰამასის კონტროლირებად ტერიტორიაზე უპრეცედენტო ჰუმანიტარული კრიზისია. დაჭრილებით და დაშავებულებით სავსე კლინიკების ნაწილში სარეზერვო გენერატორები დღეს ღამე გაითიშება. გაერო ამბობს, რომ ათასობით პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
„ბოლო რვა დღეში ღაზის სექტორში არცერთი წვეთი წყალი არ შეუტანიათ, არცერთი მარცვალი ხორბალი და აარცერთი ლიტრი საწვავი,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ფილიპე ლაზარინიმ, სააგენტოს გენერალურმა უკომისარმა.
საომარი მოქმედებების ზონაში საწვავის მარაგი იწურება, არის კლინიკები სადაც მარაგი დღეს საღამოს აღარ ექნებათ.
BBC-ის ცნობით, კლინიკები გადავსებულია მძიმედ დაჭრილი პაციენტებით - ქალები, ბავშვები, მოხუცები, მათი რიცხვი კი ყოველწუთიერად იმატებს.
ამის პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი ამბობს, რომ ევაკუაციის გაფრთხილების გამოცხადების შემდეგ, ღაზის სექტორის ჩრდილოეთი, დაახლოებით, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა დატოვა, რაც მთელი მოსახლეობის ნახევარია.
ყველაზე მძიმეზე ვითარება ამ მხრივ ეგვიპტის საზღვართანაა, ეს არის გზა, რომლითაც არამხოლოდ პალესტინელები ტოვებენ ღაზას, არამედ ომის შუაგულში მყოფი სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები კი მოითხოვენ, რომ ეს გზა გამოყენებული იყოს ასევე ჰუმანიტარული დახმარების შესატანად ღაზაში, თუმცა ჯერჯერობით ამ საკითხზე შეთანხმება არაა მიღწეული.