აშშ ღაზაში ჯარების გაგზავნას მძევლების გასათავისუფლებლად არ გამორიცხავს - ჯონ კირბი
აშშ ღაზაში ჯარების გაგზავნას მძევლების გასათავისუფლებლად არ გამორიცხავს, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბმა განაცხადა.
არაფერს არ გამოვრიცხავ, როცა საქმე ეხება მძევლების სახლში დაბრუნებას", - ამბობს ჯონ კირბი.
შეგახსენებთ, "ჰამასმა" 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაახლოებით 150 მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა.