გერმანიის კანცლერი ისრაელში ჩადის
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩადის. ვიზიტი ხვალ არის დაგეგმილი - ინფორმაციას "Reuters"-ი "ntv"-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
ცნობილია, რომ ისრაელში გასულ კვირას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკიც იმყოფებოდა. მან ვიზიტის დროს ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი მტკიცედ უჭერს მხარს ისრაელს "ჰამასის" მიერ განხორციელებული თავდასხმისგან თავდაცვაში.