"ჰამასის" ტყვეობაში 199 მძევალი იმყოფება - ისრაელის თავდაცვის ძალები

16.10.23 14:44
"ჰამასის" ტყვეობაში 199 მძევალი იმყოფება - ისრაელის თავდაცვის ძალები

"ჰამასის" ტყვეობაში, სულ მცირე, 199 მძევალი იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

უწყების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის ცნობით, მძევლის ოჯახებს აქვთ შესაბამისი ინფორმაცია 199-ვე ადამიანზე. დანიელის თქმით, მძევლებს შორის არიან ბავშვები, მოხუცები და ქალები. მისი თქმით, ისრაელი არ განახორციელებს თავდასხმას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მძევლებს.

ჩვენ ვცდილობთ გავიგოთ, სად არიან მძევლები ღაზაში და გვაქვს ასეთი ინფორმაცია", - ამბობს დანიელ ჰაგარი.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ტყვეობაში 199 ადამიანი იმყოფება, მათ შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც - ცნობას ებრაელი სამხედროები დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებენ.