შარლ მიშელი ისრაელი-პალესტინის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს იწვევს

16.10.23 15:57
შარლ მიშელი ისრაელი-პალესტინის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს იწვევს

შარლ მიშელი ისრაელი-პალესტინის ომთან დაკავშირებით საგანგებო სამიტს იწვევს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით ლიდერები ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს ხვალ ონლაინ რეჟიმში განიხილავენ. 

მიშელის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, რომ თავი დაიცვას. ვროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს იმასაც, რომ უნდა გააგრძელონ მუშაობა მდგრადი მშვიდობისთვის.

ვგმობთ ჰამასს და მის სასტიკ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის და ებრალი ხალხის წინააღმდეგ. ტერორს გამართლება არ აქვს. მოვითხოვთ ყველა მძევლის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის მოსახლეობას. ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას საერთაშორისო სამართლისა და ჰუმანიტარული კანონების შესაბამისად. უნდა გავაგრძელოთ მუშაობა მდგრადი მშვიდობისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ორი სახელმწიფოს იდეაზე.

ევროკავშირი ყოველთვის იყო და უნდა იყოს მშვიდობის მტკიცე მხარდამჭერი და საერთაშორისო სამართლის ნორმების დამცველი ისე, როგორც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. უნდა მოვაგვაროთ გადაუდებელი გამოწვევები ერთობლივად არსებული ხელშეკრულებების და ფუნდამენტური ღირებულებების შესაბამისად", - აცხადებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები