არავინ არის, ვინც დაგვეხმარება, მაინტერესებს როგორ შეიძლება გადავრჩეთ? - ამბები ღაზა-ეგვიპტის საზღვრიდან

16.10.23 16:22
არავინ არის, ვინც დაგვეხმარება, მაინტერესებს როგორ შეიძლება გადავრჩეთ? - ამბები ღაზა-ეგვიპტის საზღვრიდან

კვლავ მძიმე სიტუაციაა ღაზის სამხრეთით ეგვიპტის საზღვართან. უამრავი ხალხი ელოდება საზღვრის გახსნას. მომლოდინეთა შორის არიან, როგორც პალესტინელი დევნილები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც.

საზღვართან შეკრებილი ადამიანები გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენ.

თითოეული ჩვენგანის ცხოვრება საშინელებაა, ჩვენ არ ვიცით როგორ გადავრჩეთ, არავინ არის ვინც დაგვეხმარება. მაინტერესებს, როგორ შეიძლება გადავრჩეთ", - ამბობს მცირეწლოვანი პალესტინელი გოგონა.

საზღვართან მყოფები ამბობენ იმასაც, რომ ადგილზე მისულებს საზღვარი დაკეტილი დახვდათ. იქ შეკრებილი ადამიანები დახმარებას ითხოვენ.

ჩემი ქალიშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის კოორდინატორი იყო, ის გაუშვეს მე არა. აქამდე მოვედით, მაგრამ საზღვარი დაკეტილი დაგვხვდა, არ ვიცი რატომ დაგვცინიან. ჩვენ დახმარება გვჭირდება, მე წასვლა მინდა", - ამბობს საზღვართან მყოფი ადამიანი.

შეგახსენებთ, "ჰამასი" ღაზის სექტორიდან ხალხის ევაკუაციას ისევ ბლოკავს. ებრაული მედიის ცნობით, "ჰამასი" სხვადასხვა მეთოდით აფერხებს პალესტინელების გადაადგილებას სამხრეთის მიმართულებით.