ჩვენი მიზანია "ჰამასთან" გამარჯვება და მათი მმართველობის საბოლოოდ დასრულება - ნეთანიაჰუ

16.10.23 18:57
ჩვენი მიზანია "ჰამასთან" გამარჯვება და მათი მმართველობის საბოლოოდ დასრულება - ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასთან" ომი "სიბნელესა და სინათლეს" შორის დაპირისპირებაა, რომელიც ისრაელის გამარჯვებით დასრულდება.

ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელის არსებობა ახლა საფრთხის წინაშე დგას, თუმცა თავდაცვის ძალები გადალახავენ ყველანაირ დაბრკოლებას, რაც "ჰამასის" მმართველობის საბოლოოდ დაასრულებს განაპირობებს.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 75 წლის შემდეგაც კი ომი არ დასრულებულა. ჩვენ გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენი არსებობა ახლა საფრთხის წინაშეა. ნაცისტურ "ჰამასთან" ომი არის ომი სინათლესა და სიბნელეს, კაცობრიობასა და არაადამიანურობას შორის. ჩვენი მიზანია "ჰამასთან" გამარჯვება და მისი მმართველობის დასრულება. აუცილებლად გამოვიძიებთ ამ კატასტროფის მიზეზებს და გამოვიტანთ დასკვნებსაც", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მსგავსი სიახლეები