მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი ტერორისტებისგან - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა თემთა პალატაში სიტყვის გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბრიტანეთი მხარს უჭერს ისრაელს დაიცვას საკუთარი ტერიტორიები ტერორისტული დაჯგუფების წევრებისგან.
სუნაკის თქმით, ისრაელის დაცვა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად უნდა მოხდეს.
ჩვენ მხარს ვუჭერთ ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი და შეაჩეროს შემდგომი თავდასხმები. როგორც მეგობარი, ჩვენ გავაგრძელებთ ისრაელის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, მიიღოს ყველა შესაძლო ზომა მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად - აღნიშნა სუნაკმა.