"ჰამასმა" მძევლების პირველ ვიდეო გაავრცელა
"ჰამასმა" მძევლების პირველ ვიდეო გაავრცელა - კადრებში ნაჩვენებია ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც მძევლადაა აყვანილი.
ვიდეოში ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მისი სახელია მაია სემი, ის არის 21 წლის და შოჰამიდან, ისრაელიდან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) დაადასტურა, რომ მაია გაიტაცა "ჰამასმა" და განაცხადა, რომ ისინი კავშირში არიან მის ოჯახთან.
"ამ დროისთვის ჩვენ ვიყენებთ ყველა სადაზვერვო და ოპერატიულ ზომას ყველა მძევლის დასაბრუნებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
ისრაელმა დაადასტურა, რომ სულ მცირე 199 მძევალია ღაზის სექტორში. "ჰამასის" სამხედრო ფრთის წარმომადგენლის თქმით, ანკლავში "დაახლოებით 200-დან 250-მდე" ისრაელელი ტყვეა.