ღაზაში „ჰამასის“ 200-ზე მეტი სამიზნე განადგურდა - ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღამით ღაზას სექტორში „ჰამასისა“ და პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ 200-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.
თავდაცვის ძალების ცნობით, განადგურებული სამიზნეები მოიცავს „ჰამასის“ შტაბ-ბინას, სადაც დაჯგუფების რამდენიმე წევრი მოკლეს და ბანკს, რომელსაც „ჰამასი“ იყენებდა.