ლიკვიდირებულია 4 ტერორისტი - IDF
IDF-ის [ისრაელის თავდაცვის ძალები] ინფორმაციით, ლიკვიდირებულია კიდევ 4 ტერორისტი, რომლებიც ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიაზე, ტერორისტული თავდასხმისთვის შესვლას გეგმავდნენ.
IDF-ის ცნობით, ტერორისტები ლიბანიდან საზღვრის კვეთას და ასაფეთქებელი მოწყობილობის დადგმას ჩრდილოეთ თემთან ჰანიტასთან ახლოს გეგმავდნენ. ისრაელის არმიამ ტერორისტები დრონის საშუალებით გაანეიტრალა.