სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას - ნიკოლ ფაშინიანი

17.10.23 19:08
სომხეთი მზადაა, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებას - ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთი მზად არის, წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულებას და მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობები დაარეგულიროს - ამის შესახებ სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა  სტრასბურგში, ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მისი თქმით, ერევანი მზად არის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის, რომელიც მხარეების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და ასევე იგულისხმებს სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნას ამ ქვეყნების სუვერენიტეტის პრინციპებზე დაყრდნობით.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით,  სომხური მხარე მზად არის მეღრის რკინიგზა გახსნას, მაგრამ არა როგორც ექსტერიტორიალური დერეფანი.

ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ე.წ. დერეფნის საკითხი შეიძლება სომხეთზე ახალი თავდასხმისა და ტერიტორიების დაპყრობის საბაბი გახადოს.

საუბრის ბოლოს ფაშინიანმა ევროპარლამენტარებს რეგიონში მშვიდობის დამყარებაში დახმარება სთხოვა.

მსგავსი სიახლეები