ისრაელის თავდაცვაში ამბობენ, რომ შესაძლოა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატარონ

17.10.23 19:16
ისრაელის თავდაცვაში ამბობენ, რომ შესაძლოა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატარონ

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს, რომ ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორის წინააღმდეგ კამპანიის შემდეგი ეტაპისთვის ემზადებიან, თუმცა აღნიშნავს, რომ გეგმები შესაძლოა არ შეესაბამებოდეს მოსალოდნელ მოლოდინს სახმელეთო შეტევასთან დაკავშირებით.

თავდაცვის ძალების სპიკერი არ გამორიცხავს, რომ ისრაელმა ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაცია აღარ ჩაატაროს და აღნიშნავს, რომ "შესაძლოა, რაღაც განსხვავებული იყოს".

ჩვენ ვემზადებით ომის შემდეგი ეტაპებისთვის. ჩვენ არ გვითქვამს, როგორი იქნება ის. ყველა საუბრობს სახმელეთო შეტევაზე. შეიძლება, რაღაც განსხვავებული იყოს", - აცხადებს რიჩარდ ჰეხტი.