გერმანია ისრაელის გვერდითაა - შოლცი

გერმანია ისრაელის გვერდითაა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელში ჩასვლის შემდეგ წერს და ვიზიტს მეგობრებთან ვიზიტს უწოდებს.
"ჩემი ისრაელში ვიზიტი მეგობრებთან ვიზიტია. გერმანია მტკიცედ დგას ისრაელის გვერდით. შემდეგ მე გავემგზავრები ეგვიპტეში, პრეზიდენტ ალ-სისის სანახავად. მასთან ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლობის დაცვასა და საომარი მოქმედებების თავიდან აცილებაზზე ვისაუბრებ", - აღნიშნულია განცხადებაში.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ისრაელშია. აეროპორტში შოლცს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი დახვდა.