განგაში თელ-ავივში - სარაკეტო იერიშის საფრთხის გამო ოლაფ შოლცს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია
განგაში თელ-ავივში - სარაკეტო იერიშის საფრთხის გამო გერმანიის კანცლერს აეროპორტიდან ევაკუაცია მოუწია.
განგაშის სიგანლი ბენ- გურიონის აეროპორტში მაშინ ჩაირთო, როდესაც ოლაფ შოლცი დელეგაციასთან ერთად -ისრაელიდან ეგვიპტეში გასამგზავრებლად ემზადებოდა.
კანცლერი თავშესაფარში გადაიყვანეს. გავრცელებული ცნობით, რკინის გუმბათმა 2 რაკეტა გაანადგურა.