სამხრეთ ღაზის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება - ისრაელის თავდაცვა

სამხრეთ ღაზის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ზონა შეიქმნება - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალები იტყობინებიან. გადაწყვეტილება ეგვიპტესთან და აშშ-სთან რამდენიმედღიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღეს.
IDF აცხადებს, რომ პალესტინელები უნდა წავიდნენ ჰუმანიტარულ ზონაში ალ-მავასის რაიონში, ხან იუნისთან ახლოს, სადაც "საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება იქნება უზრუნველყოფილი საჭიროებისამებრ".
თავდაცვის ძალებმა ასევე განაახლეს მოწოდება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში მყოფი მოქალაქეებისადმი, რომ ევაკუაცია განახორციელონ სამხრეთით, რადგან ტერიტორიაზე შეტევა იგეგმება.