მსოფლიო ხედავს თქვენ მორალურ სიცხადეს - ნეთანიაჰუ ბაიდენს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერს მორალური სიცხადისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ნეთანიაჰუს თქმით, ისრაელში ომის დაწყებისთანავე აშშ-ს მხარდაჭერა ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ ნებას გამოხატავს.
მინდა მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ ჩამოსვლისთვის და იმ დახმარებისთვის, რომელიც თქვენ გაუწიეთ ისრაელს ამ რთულ პერიოდში. ეს მხარდაჭერა, რომელიც ომის დაწყებიდანვე აშკარაა, ასახავს ამერიკელი ხალხის აბსოლუტურ ნებას.
მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრეზიდენტო, მსოფლიო ხედავს ამ მხარდაჭერას და მორალურ სიცხადეს, რაც თქვენ აჩვენეთ ისრაელზე თავდასხმის მომენტიდან. თქვენ მართებულად დაინახა ზღვარი ცივილიზაციასა და ბარბაროსულ ძალებს შორის - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.
შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელში ჩავიდა. თელ-ავივში მას ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.